სამოქალაქო საზოგადოება „რიონის ხეობის მცველებს“ ემიჯნება და ნამახვანჰესზე პროტესტს წყვეტს

სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ მიერ 2 ივლისს გავრცელებულ ჰომოფობიურ განცხადებას. 

„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ და სრულად ემიჯნებიან „თბილისი პრაიდსა“ და მსგავს აქტივობებს. 

აღნიშნულ განცხადებას საზოგადობის მხრიდან, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს „რიონის ხეობის მცველებს“ აღშფოთება მოჰყვა. სოციალურ ქსელში გაჩნდა მრავალი პოსტი – იმედგაცრუებაზე, მცველების ლეგიტიმურ და დემოკრატიულ მოძრაობად ჩათვლაზე, მათ ჰომოფობიასა და სიძულვილზე. 

ამას გარდა, „რიონის ხეობის მცველები“ გუშინ, 5 ივლისს, ძლადობრივ აქციას შეუერთდნენ და დედაქალაქში ჩამოვიდნენ. მათივე თქმით, ისინი საპატრიარქოს მოწოდების გამო ჩამოვიდნენ თბილისში, პარაკლისზე დასასწრებად. თუმცა, მიუხედავად ამისა, „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები იდენტიფიცირებულნი იქნენ ჟურნალისტებზე ძალადობის დროს. 

სამოქალაქო საზოგადოებამ არც ეს ფაქტი დატოვა უპასუხოდ და თავიანთ ფეისბუქ გვერდზე, სხვადასხვა პოსტების საშუალებით, დაგმეს.  „რიონის ხეობის მცველებს“ ასევე, გაემიჯნა მწვანე ალტტერნატივა, რომელიც მათი აქტიური მხარდამჭერი იყო, ხოლო საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (EMC) დღემდე კომენტარს არ აკეთბს.  

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პრაიდის ორგანიზებაში ჩართულ პირთა განცხადებით, მათ ჰესების მშენებლობასთან პრობლემა არ აქვთ და პროტესტში მხოლოდ ვარლამ გოლეთიანის ნდობის გამო მონაწილეობდნენ. (ვიდეოს ბმული https://youtu.be/W_yH5ez-C7U

კომენტარები
იტვირთება...