სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა სენაკში ჩატარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, შესაბამისი სამსახურების, ცენტრებისა და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოისმინეს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნანა ზარანდიას ანგარიში ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებების მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ჯულიეტა ჩოჩიას, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის ალექსანდრე ჯანჯღავასა და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ალექსანდრე ჯანჯღავას მოხსენებები გაწეულ საქმიანობებზე.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა იმსჯელეს პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტის განვითარების უწყვეტი ტემპის შენარჩუნების აუცილებლობის და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...