სამოქალაქო გვარდიის მცველებმა კანარის კუნძულებზე ხანძრისას ძაღლი დაღუპვისგან იხსნეს (ვიდეო)

კანარის კუნძულებზე ტყეში გაჩენილი ხანძარი 10 000 ჰა-ზე იყო მოდებული, ხოლო ევაკუირებულთა რაოდენობამ 10 000 კაცს მიაღწია.

ლას-პალმასის სამოქალაქო გვარდიის ორმა მცველმა სეპრონადან (სეპრონა ჰქვია ბუნების დაცვით დაკავებული სპეცგანყოფილებას – “აიპრესი”) კრუს-დე-ტეხადას მიდამოებში (გრან კანარიას გეოგრაფიული ცენტრი, ზღვის დონიდან 1580 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილი და იქვე 1000 მ-ის სიმაღლეზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებდასახლებული პუნქტი ტეხადა “აიპრესი”) ბოლო შემოვლის დროს მოულოდნელად მშრალ და დაცულ ადგილას თავშეფარებული, მაგრამ გაუწყლოებული ძაღლი ნახეს.

მცველებმა ძაღლს წყალი დაალევინეს და გასაგრილებლად თავი დაუსველეს. ვიდეო, რომელზეც ეს მომენტია აღბეჭდილი სოციალური ქსელით გავრცელდა და მან უამრავი ცხოველის მოყვარულის აღფრთოვანება გამოიწვია. კომენტარებში აღტაცებას გამოხატავენ მცველთა მიმართ და მათი მისამართით ქების სიტყვებს არ იშურებენ.

თარგმნა: რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...