სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ფოთში მსვლელობა მოაწყო

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ფოთში მსვლელობა მოაწყო. მას ახალგაზრდული ორგანიზაციის „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ წევრები შეუერთდნენ. როგორც გიგა მაქარaშვილმა „აიპრესთან“ განაცხადა, მსვლელობა „დამოუკიდებლობის მარში“, რომელიც 9 აპრილს გორიდან დაიწყო, 26 მაისს მესტიაში დასრულდება, სადაც რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად, საქართველოს დროშას აღმართვას.

„ფოთი რიგით 24 ქალაქია სადაც შემოვდივარ. ვფიქრობ ეს ქალაქი არის ძალიან მნიშვნელოვანი კერა. აქედან მუდმივად მოდიოდა ხოლმე ძალიან კარგი იმპულსები. მითუმეტეს, როდესაც გავიგე, რომ აქ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი ინიციატივით დააფუძნეს ახალგაზრდული ორგანიზაცია „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“. ძალიან მიხარია, რომ ამ ასაკშივე იწყებენ ოკუპაციის თემაზე ფიქრს. ჩემი მიზანია მომავალ თაობას შევახსენოთ და არ დავავწყოთ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა. სანამ ერთი დამიანი მაინც არის ცოცხალი, რომელიც იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის, იბრძოლებს სამაჩაბლოს და აფხაზეთის დასაბრუნებლად, მანამ ეს ომი წაგებული არ არის“_ განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა აქცია მსვლელობა პირველად 2018 წელს მოაწყო. მან რუსი აგრესორის წინააღმდეგ აქცია თბილისიდან დაიწყო და 13 დღეში , სოხუმის დაცემის დღეს, ენგურის ხიდთან დაასრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...