სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში დავით ზალკანიანის მისვლას აპროტესტებენ და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები, საკანონმდებლო ორფგანოში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის მოსვლას აპროტესდტებენ და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

როგორც ერთერთმა აქტივისტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ რა დამოკიდებულებასაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ავლენს, ამ გზას ქვეყანა ევროკავშირის ნაცვლად რუსეთისკენ მიჰყავს.

პარლამენტის პლენარული სხდომა, 19 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მოსმენით განახლდება.

ზალკალიანი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა, სადაც უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. იქნება პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები.

18 ნოემბერს, “მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინა.

კომენტარები
იტვირთება...