სამნიძე: “ოცნება” იძულებულია დიალოგზე წამოვიდეს, ამაზე მეტყველებს კალაძის “ტვიტი”, თუმცა საქმით ეს არ ჩანს

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ოცნების” არაერთმა წარმომადგენელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზად არ არის, რომ პროპორციულ სისტემაზე ილაპარაკოს. თქვეს, რომ ეს თემა დახურულია და ჩვენ ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებთო. თუმცა, დეკემბრიდან მოყოლებული იმდენად მძიმე კრიტიკა ისმის ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან, რომ ქართული ოცნება რა თქმა უნდა იძულებულია დიალოგი გააგრძელოს. იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პერიოდში ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, პირველ რიგში კი გიგი უგულავას დაკავების შემდეგ რომ ჩანდა, რომ ქართული ოცნება საერთოდ არ არის მზად კონსენსუსისთვის და დიალოგისთვის, მაგრამ ახლა იძულებულები არიან, რომ ეს გააკეთონ. ამაზე მეტყველებს კახა კალაძის “ტვიტი”, სადაც მან “მოთაგა” ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ამით აჩვენა ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვისო, თუმცა საქმით ეს არ ჩანს”, – თქვა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად