სამნიძე: ივანიშვილი გადავიდა რევანშზე, უშვებს შეცდომებს და აუცილებლად შეეწირება მისი ხელისუფლება

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ოპოზიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ივანიშვილის გუშინდელი განცხადების მიზანი იყო, რომ დაპირისპირება მომხდარიყო პარტიებს შორის, მაგრამ პარტიები ერთ მხარეს დადგნენ და ჩვენ დავიწყეთ დიალოგი. იმის ნაცვლად, რომ მან დიალოგი დაიწყოს, ვინც ამას მიაღწია – პროტესტის მონაწილეებთან, ის გადავიდა რევანშზე. ის უშვებს შეცდომებს და აუცილებლად შეეწირება ამ რევანშს მისი ხელისუფლება. ის 5 დღე ცდილობდა ნაპრალი და შემდეგ უფსკრული გაეჩინა იმ პოლიტიკოსებს, საზოგადოებას შორის, რომლებიც ამდენი ხანია აპროტესტებენ ამ დაჭერებს და ძალადობას. პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანად და აუცილებლად წავა გახარია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღინისძიებას ითხოვს. პარლამენტი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ხვალ იმსჯელებს, ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახაიანმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად