სამნიძე: გვყავს ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის სიყვარული ნიშნავს მორჩილებას და მონობას

“ჩვენ ვიცით როგორი ხელისუფლება გვყავს, რა ბოროტება ზის იქ, რომელიც მართავს ამ ქვეყანას და გავიგეთ”,-განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ.

“ჩვენ ვიცით როგორი ხელისუფლება გვყავს, რა ბოროტება ზის იქ, რომელიც მართავს ამ ქვეყანას და გავიგეთ. ახლა, მე ვფიქრობ რომ სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ, ახლა უნდა მივხვდეთ ჩვენ რისთვის ვართ, ჩვენ როგორ ვიდგებით ერთად.ამ ახალგაზრდებმა სამი თვის განმავლობაში მთავარი მონაპოვარი მოგვცეს პოლიტიკოსებს – პროპორციული არჩევნები, მაგრამ არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ეს არის ის რომ ამ ახალგზარდებმა შეძლეს პირველსავე დღიდან, სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის, სხვადასხვა შეხედულებების, სხვადასხვა იდეოლოგიური პარტიების ერთი მაგიდის ირგვლივ მოთავსება.”,-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად