სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის საგანგებო სხდომა რუსეთის პოზიციის გამო უშედეგოდ დასრულდა

დონეცკის ოლქში სიტუაციის გამწვავების გამო ონლაინ-ფორმატში გამართული სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის საგანგებო სხდომა უშედეგოდ დასრულდა

სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფის (უკრაინა-ეუთო-რუსეთი) სხდომაზე უკრაინული დელეგაციის სპიკერ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის საგანგებო სხდომაზე, რომელიც 6 საათის მანძილზე გრძელდებოდა, მოლაპარაკების ყველა მონაწილემ აღიარა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობა, მაგრამ ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერა რუსეთის და მის კონტროლქვეშ მყოფი დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების მებრძოლთა პოზიციის გამო არ მოხერხდა.

არესტოვიჩის თქმით, კამათი ერთობლივი ტექსტის გარშემო დაიწყო. რუსეთი და დონეცკის და ლუგანსკის ცალკეული რაიონები ეუთოს ელჩ იაშარ ხალიტ ჩევიკის მიერ შეთავაზებული ტექსტის ცალკეულ სიტყვებს გამოედევნენ და საბოლოოდ, ყველასათვის დამაკმაყოფილებელი განცხადების ტექსტის პროექტის მისაღებად კომპრომისებისადმი მზადყოფნის მიუხედავად, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა არ მოხერხდა.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ „მომდევნო სხდომის ფარგლებში 2020 წლის 22 ივლისის შეთანხმების დამატებითი ზომების განხილვა გაგრძელდება”

მოლაპარაკებაზე რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომაზე დონეცკის ოლქში მშვიდობის განმტკიცებისთვის კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწიეს.

„საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს ჰქონდათ იმედი, რომ სხდომის შედეგად დამატებით ზომების რეალიზაცისთვის კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზება მოხდებოდა, მაგრამ 4-საათიანი მსჯელობა უშედეგოდ დასრულდა” – განაცხადა გრიზლოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...