სამხრეთ კორეაში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაშავდა

სამხრეთ კორეაში, Lotte Chemical-ის ქარხანაში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც მინიმუმ 31 ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი 4 მარტს მოხდა, ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე.

აფეთქების შემდეგ ქარხანაში ხანძარი დაიწყო, რომელიც დაახლოებით ორი საათის შემდეგ ჩააქრეს. ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობას 40 მეხანძრე იღებდა. Lotte Chemical-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფეთქება ნაფთას შეკუმშვის შედეგად მოხდა და განაცხადეს, რომ განმეორებითი აფეთქებისა და ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად დაშავებულია 31 ადამიანი, ორმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. Lotte Chemical ახლა ადგენს ზარალის მოცულობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად