სამხრეთ კორეაში პნევმონიის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში ადასტურებენ, რომ პნევმონიის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც ახალი ტიპის კორონავირუსი იწვევს. სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ამის შესახებ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს.

ავადმყოფი 35 წლის ქალია, რომელიც ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უჰანიდან ჩავიდა, სადაც ახალი ვირუსის გავრცელება დაიწყო. იგი ინჩჰონის აეროპორტში შეუძლოდ გახდა: მას სიცხე, რესპირატორული პრობლემები და სხვა დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში, იზოლირებულ ადგილზე გადაიყვანეს.

ადრე, ჩინეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ კოროვირუსით ინფიცირების თითქმის 200 შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ასევე, დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიასა და ტაილანდში.

პეკინი ირწმუნება, რომ ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადაეცემა, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს ჯერჯერობით გამორიცხული არ არის.

გასულ კვირას, შაბათსა და კვირას, ჩინეთის ქალაქ უჰანში (ჰუბეის პროვინცია) სამედიცინო ხელისუფლებამ პნევმონიის 136 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რომელთა წყარო აქამდე უცნობი კორონავირუსია. ვირუსი პეკინის ახალ აეროპორტში, უჰანიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის კიდევ ორ ​​ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო ერთი გუანდუნის პროვინციაში დაავადდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად