სამხრეთ კორეაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მეოთხე დაღუპული 57 წლის მამაკაცია, რომელიც სამხრეთ კორეის მოქალაქე იყო.

ქვეყანაში კი, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 433-დან 556-მდე გაიზარდა. სამხრეთ კორეაში, ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაფიქსირდა. პირველი გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 76 936 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 461-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 2 442 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 19-ს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, ორი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, ორი – იტალიაში, ოთხი – სამხრეთ კორეაში, ხუთი – ირანში.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად