სამხრეთ კორეაში, ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა

კორეის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ექვსი ადამიანი შეადგინა, კიდევ რვა დაკარგულად არის მიჩნეული. ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურების, საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურმა შტაბმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიონგიდოსა და ჩხუნჩხონ-პუკტოს პროვინციებში, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო კიდევ სამი გახდა მეწყერის მსხვერპლი.

კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ 2 აგვისტოს ქვეყანაში უმაღლესი, მესამე დონის გადაუდებელი რეაგირების შესახებ განაცხადა. სეულის ადმინისტრაციის ბრძანებით, მდინარე ჰანგანის ადიდების და კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიკეტა უამრავი ავტომაგისტრალი და ხიდი, მსგავსი შეზღუდვები დაინერგა სხვა რეგიონებშიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად