სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური მოვლენების და კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბმა განაცხადა.

გასული კვირის ბოლოს, 13 ადამიანი გარდაიცვალა ქალაქ კვანჯუში და სამხრეთ და ჩრდილოეთ ჩოლას პროვინციებში. 11 ქალაქსა და პროვინციაში დაახლოებით 7 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები წყალდიდობისა და ნგრევის საფრთხის გამო, 3.4 ათასი მოქალაქე კვლავ რჩება დროებითი განსახლების ცენტრებში.

დაზიანდა მინიმუმ 14 ათასი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა, ასევე 4,3 ათასი ხიდი და მაგისტრალი. საერთო ჯამში, დაფიქსირდა მინიმუმ 700 მეწყერი. წყლის ქვეშ 25 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მოყვა. ძლიერი წვიმების გამო დროებით შეჩერებულია მოძრაობა ბევრ სარკინიგზო მონაკვეთზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად