სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სურსათისა და წამლების უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ ქვეყანაში Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იგი აღნიშნავს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 66%-ს შეადგენს და რომ პრეპარატმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა COVID-19 დაავადებული პაციენტებში სერიოზული გართულებების განვითარების თავიდან ასაცილებლად.
Johnson & Johnson-ის ვაქცინა მესამე ვაქცინაა, რომელიც სამხრეთ კორეაში გამოყენებისთვის დაამტკიცეს. მანამდე ნებართვა მიიღო ამერიკულმა Pfizer-მა და ბრიტანულ-შვედურმა AstraZeneca-მ. ორივე პრეპარატი უკვე გამოიყენება მოსახლეობის ვაქცინაციისთვის. უკვე განხორციელდა მილიონზე მეტი სამხრეთ კორეელის ვაქცინაცია.