სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინისა და მუნ ჩჟე ინის შეხვედრის ფარგლებში, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებას და შემთხვევითი შეტაკების თავიდან აცილებას.

შეთანხმება იმ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს წინა სამიტის შეთანხმების მიღწევას, რომლის მიზანიც არის "ყველა მტრული ქმედების" შეჩერება ერთმანეთის წინააღმდეგ და "ომის საფრთხის" თავიდან აცილება. დოკუმენტის კონკრეტული დეტალები დღემდე უცნობია.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის კიდერები მუნ ჩჟე ინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ კორეაში შეხვდნენ. მხარეებს შორის შეხვედრა უმაღლეს დონეზე გაიმართა. ეს ისტორიაში მეხუთე შეხვედრაა, ხოლო ლიდერებს შორის უკვე მესამე სამიტი ამ წელს. 

მოლაპარაკებების შედეგად მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. როგორც მუნ ჩჟე ინმა განაცხადა, მხარეებმა გადაწყვიტეს, ბირთვული განიარაღებისთვის "კონკრეტული ნაბიჯები" გადადგან.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განმარტებით, საკითხი ეხება ბირთვული რეაქტორისა და სარაკეტო პოლიგონის დახურვას.

შეთანხმების ნაწილი ასევე ითვალისწინებს ქვეყნებს შორის რკინიგზის აღდგენას. მუნ ჩჟე ინის განმარტებით, ეს წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. 

კომენტარები
იტვირთება...