სამხრეთ აფრიკაში, ლატარიაში გათამაშებული – 5, 6, 7, 8, 9, 10 – კომბინაციის შედეგად 20-მა ადამიანმა ჯეკპოტი მოიგო

ციფრების უჩვეულო თანმიმდევრობამ, რომელიც სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ლატარიაში გათამაშდა, თაღლითობის ბრალდებები გამოიწვია მას შემდეგ, რაც 20-მა ადამიანმა ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ BBc წერს.

სამშაბათს PowerBall-ის ლატარიაში გათამაშდა კომბინაცია – 5, 6, 7, 8, 9, 10. ორგანიზატორების თქმით, თანმიმდევრობა ხშირად არჩეულია. მიმდინარეობს გამოძიება.

უკიდურესად იშვიათია, როდესაც ჯეკპოტს ბევრი ადამიანი იგებს ერთდროულად.

ორგანიზატორების თქმით, 20-მა ადამიანმა შეიძინა გამარჯვებული ბილეთი და მოიგო 5.7 მილიონი რენდი (370,000 აშშ დოლარი).

79-მა სხვა მფლობელმა მოიგო 6,283 რენდი ხუთიდან ცხრამდე თანმიმდევრობის გამოცნობისთვის.

“გილოცავთ PowerBall-ის გათამაშების 20 გამარჯვებულს. ეს ციფრები შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ მოთამაშეს აქვს არჩეული ეს თანმიმდევრობა”, – წერს Twitter-ზე ლატარიის ოპერატორი.

კონკურსის მარეგულირებელმა, სამხრეთ აფრიკის ლატარიის ეროვნულმა კომისიამ (NLC) განაცხადა, რომ იგი გამოიძიებს გათამაშებას, რასაც უპრეცედენტო უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად