სამხედროებმა ლიბანის პორტში 4 ტონა ამონიუმის ნიტრატი აღმოაჩინეს

ლიბანის არმიის პერსონალმა ბეირუთის საზღვაო პორტის შესასვლელთან, საბაჟო საწყობში 4 ტონა ამონიუმის ნიტრატი იპოვა. ამის შესახებ არმიის პრესსამსახური იუწყება.

”საინჟინრო ძალების სპეციალურმა დანაყოფმა, საბაჟო დეპარტამენტის თხოვნით, შეისწავლა პორტის გარეთ მე-9 კარიბჭის საწყობში შენახული მასალები და აღმოაჩინა 4 ტონა 350 კილოგრამი ამონიუმის ნიტრატი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამხედროებმა გაძლიერებული ზომები მიიღეს და ორგანიზებას უკეთებენ ამონიუმის ნიტრატის ტომარების გატანას ქალაქის გარეთ.

ლიბანელი მოსამართლე ფადი საუვანი იძიებს 4 აგვისტოს ბეირუთის საზღვაო პორტში მომხდარ აფეთქებას. მისი ბრძანებით, დაკითხვების შემდეგ, დააკავეს 25 ჩინოვნიკი, მათ შორის ბეირუთის პორტის გენერალური დირექტორი და საბაჟო სამსახურის უფროსი.

პორტში აფეთქება, რომლის ტევადობაც 1500 ტონა ტროტილის ექვივალენტი იყო, ნამდვილი ტრაგედია იყო ბეირუთის მაცხოვრებლებისთვის. აფეთქების ტალღამ დაანგრია და დააზიანა ათასობით სახლი, 300 ათასზე მეტი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. 190 ადამიანი გარდაიცვალა, 6,5 ათასი დაშავდა. ბეირუთის გუბერნატორის შეფასებით, ქალაქის რეკონსტრუქციას 12 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება.

ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა 2,7 ათას ტონაზე მეტი ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ექვსი წლის წინ ჩამოართვეს საბაჟო სამსახურმა და პორტის საწყობში შეინახეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად