სამხედროები სარფი-ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთს აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკვე მეექვსე დღეა მკაცრად აკონტროლებს სარფი-ბათუმის გზის მონაკვეთს. სამხედროებს გადაადგილების კონტროლის პუნქტზე 24 საათის განმავლობაში აქტიურად უწევთ სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია და მგზავრების თერმოსკრინინგი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მოძრაობა მკაცრად კონტროლდება ასევე, ქობულეთი-ბათუმისა და ხელვაჩაურის გზების მონაკვეთზე, სადაც საგანგებოდ მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად ახდენენ ავტომანქანების გადაადგილების კონტროლსა და მოქალაქეების ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას.

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ აჭარაში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა 6 გადაადგილების კონტროლის პუნქტს აკონტროლებს. მათგან სამ ძირითად გამშვებ პუნქტზე II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები არიან მობილიზებული. დანარჩენი სამი კი, გადაადგილების შეზღუდული პუნქტია, სადაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასული სპეციალური ოპერაციების ძალებია მობილიზებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად