სამხარაძე: უგულავები, მელიები და მისთანები ამბობენ, ხმა არ ამოუღიაო- თქვენი ჯოგი როცა დაუბრუნდება, ყველა ნაბლუყუნებზე გაგცემთ პასუხს

ამის შესახებ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რეგიონული მიმართულების კოორდინატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ხშირად ტელევიზორის ყურების დრო არ მაქვს, მაგრამ მითხრეს რომ უგულავები, მელიები და მისთანები, ჩემზე ამბობენ, 3 წელია პარლამენტის წევრია, პარლამენტში ხმა არ ამოუღია და მხოლოდ ფეისბუქზე აქტიურობსო.
პირველი – სოციალურ ქსელს ტელეფონით მოვიხმარ და საკმაოდ მოსახერხებელია, მეორე – არასოდეს თქვენი ბჟუტური რეაგირების გარეშე და უპასუხოდ არ დამიტოვებია, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ორჯერ გაძევების ფაქტებიც შემიძლია გაგახსენოთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც ასეთი მოთხოვნებით ხართ და საჯაროდ გინდათ რომ გასხათ, თქვენი ჯოგი როცა დაუბრუნდება საკანონმდებლო ორგანოს, აუცილებლად მიკროფონით გაგცემთ ყველა ნაბლუყუნებზე პასუხს. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თქვენთვისვე იქნება დისკომფორტი.

შანსი 0%👌🏻”- წერს დიტო სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად