სამირა ბაირამოვა: „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელი შეუშალოს სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს თავის საქმიანობაში, არ უნდათ რეგიონიდან ინფორმაცია გავიდეს

ეს განცხადება ტვ „პირველის” ეთერში უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ გააკეთა.

„სამწუხაროა გუშინ და დღეს რაც მოხდა, მაგრამ ჩვენთვის მარნეულელებისთვის მსგავსი პროვოკაცია და დაპირისპირება უცხო არ არის. 2016 წლიდან დღემდე ხდებოდა დაპირისპირება, მაგრამ სხვა წლებთან შედარებით ამ არჩევნებზე პროცესი უფრო ადრე დაიწყო, რაც ჩვენთვი საშიშია. გუშინ ცემეს ჟურნალისტი და ადგილობრივი აქტივისტი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცდილობენ ხოლმე ხელი შეუშალონ სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს საქმიანობაში, რადგან არ უნდათ რეგიონიდან ინფორმაცია გავიდეს. დღემდე არა ერთი ამბავი მოხდა მაგრამ არავინაა დაკავებული”, – განაცხადა ბაირამოვამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად