თურქეთში, სამი წლის რეტრივერის არაადამიანურად მოპყრობის გამო, დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ (ვიდეო)

შემთხვევა თურქეთში, სამსუნის პროვინციაში, ჰავზაში, მემდუჰიეს რაიონში მოხდა

სამსუნის პროვინციაში, ჰამზას მემდუჰიეს რაიონის მაცხოვრებლებმა შენიშნეს რეტრივერი, რომელსაც მოჭრილ წინა კიდურებზე წებვადი ლენტი ჰქონდა შემოხვეული.
 
ცხოველთა მოყვარულები ცხოველთა უფლებების ფედერაციის სამსუნის წარმომადგენლობას (HAYTAP) დაუკავშირდნენ. HAYTAP-ის თანამშრომლები შეტყობინების ადგილზე გავიდნენ და იქედან სამი წლის ოქროსფერი რეტრივერი კერძო ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
 
მემდუჰიეს მაცხოვრებელთა თქმით, „პამუკს” კიდურები, სავარაუდოდ, იმის გამო მოამტვრიეს, რომ იგი ხშირად დასდევდა მეზობლების წიწილებს.
 

კიდურებმომტვრეული ძაღლი სამი დღის განმავლობაში იტანჯებოდა, შემდეგ კი პატრონმა, რომელმაც მის ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანაზე სიძვირის მოტივით არ იზრუნა, ნაჯახით მოჰკვეთა ფეხები და ზედ წებვადი ლენტი დაახვია.

 

ვეტერინარული კლინიკის თანამშრომლები განცხადების თანახმად, „პამუკმა” ბევრი სისხლი დაკარგა, ფეხები დაუინფიცირდა და კლინიკაში მიყვანისას ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ვეტერინარი ექიმი თქმით, ძაღლს კიდურების ამპუტირების დროს ძვლები იმდენად დაუზიანეს, რომ პროტეზის გაკეთება აღარ მოხერხდება და იგი მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით შეძლებს გადაადგილებას.
 
ძარღვებში სისხლის გამყინავი ისტორიის შესახებ ცნობის გავრცელებამ ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პოლიციამ ფაქტზე ძიება დაიწყო და ცდილობს დაადგინოს კონკრეტული დამნაშავეების ვინაობა. HAYTAP-ის პრეზიდენტი ახმეტ კამილ შენპოლატი აცხადებს, რომ „პამუკის” სამკურნალოდ თანხებს არ დაიშურებენ. შენპოლატი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ცხოველზე მოძალადე კანონის ძალით მხოლოდ ჯარიმით შეიძლება დასაჯონ და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, “გაიღვიძონ” და “რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კანონი ცხოველთა უფლებების შესახებ”
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად