სამი თვის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 25%-ით დაეცა

CME Group-მა, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის დეტალური აგარიში წარადგინა, რომელიც ბიტკინებზე ინვესტორების მოთხოვნას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 25%-ით დაეცა, მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, აქტიური კონტრაქტების რაოდენობა მხოლოდ 1%-ით შემცირდა.

ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აქტიური კონტრაქტების რაოდენობა 61%-ით შემცირდა. 2018 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, სულ 2 873 კონტრაქტის რეალიზაცია მოხდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში – 4 629-ის.

მესამე კვარტალში, დღის განმავლობაში ვაჭრობის საშუალო მოცულობამ 5 534 კონტრაქტი შეადგინა, რაც დაახლოებით 289 მილიონი აშშ დოლარია. ეს კი 10%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აგრეთვე გაზრდილია მსხვილის ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც 25 ბიტკოინზე მეტს ფლობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად