სამი ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

ბუდაპეშტში 23 წლამდელ კლასიკური სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. დღეს ხალიჩებზე 55-63-77-87-130 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები არკვევდნე თუ ვინ გაგრძელებდა ხვალ ბრძოლას მედლებისთვის.

63 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ დამარცხა უნგრელი ერიკ ტორბა (7:5), ბულგარელი ნიკალას პეტროვ სულევი (10:1), ყაზახი ერნარ ფიდახმეტოვი (7:0) და რუსი ფადის ვალიტოვი (15:6, სუფთა) დაამარცხა და ხვალ ოქროს მედლისთვის ირანელ მეისამ კარამალი დალხანისთან იჭიდავებს.

87 კგ წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა დამარცხა რუსი ვააგ მარგარიანი (2*:2), პოლონელი ჟიმონ ჟიმონოვიჩი (5:1) და კუბელი დანიელ გრეგორიჩ ჰეჩავარია (2*:2) და ოქროს მედლისთვის უკრაინელ სემიონ ნოვიკოვს შეხვდება.

130 კგ წონით კატეგორიაში ზვიად პატარიზემ დაამარცხა ყაზახი მანსურ შადუკაევი (9:1), ბულგარელი რადოსლავ პლამენოვ გეორგიევი (8:0), სომეხი ავიდ ოვასაპიანი (4:1) და ირანელ ალიაკბარ ჰოსეინ იუსოფიაჰმადჩალთან იჭიდავებს ოქროს მედლისთვის.

77 კგ წონით კატეგორიაში ბექა მამუკაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო რუს ისლამ ოპიევთან, თუმცა ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და ბექა მამუკაშვილს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა.

უსიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა 55 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვების ფავორიტად მიჩნეულმა წლევანდელმა მსოფლიო ჩემპიონმა უფროსებში ნუგზარ წურწუმიამ. მან პირველივე შეხვედრა დათმო (4:6) აზერბაიჯანელ ზაურ ალიევთან, რომელიც თავის მხრივ ნახევარფინალში დამარცხდა და ნუგზარ წურწუმიას ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის შანსი აღარ მიეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად