სამი ქართველი მოფარიკავე მსოფლიო თასისთვის ბრძოლას განაგრძობს

ვარშავაში დაიწყო მსოფლიო თასის გათამაშება ხმლით ფარიკაობაში, რომელშიც 221 მოფარიკავე მონაწილეობს.

მონაწილეთაგან რეიტინგით 16 საუკეთესო პირველი რაუნდისგან განთავისუფლებული იყო, დანარჩენი 205 მონაწილე კი გადანაწილდა 30 ჯგუფში – 5 ექვს-ექვსი და 25 შვიდ-შვიდი მონაწილით, რომელთაგან 144 საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გადადიოდა. მათგან 16 სამოცდამეთხედფინალურ ასპარეზობისგან თავისუფლდებოდა და პირველი რაუნდისგან თავისუფალ 16 მოფარიკავეს უერთდებოდა, მათთან ერთად მეთექვსმეტედფინალიდან თასისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, დანარჩენი კი 128 კი ჯერ სამოცდამეოთხედ, შემდეგ კი ოცდამეთორმეტედ ფინალში ცდილობდა მეთექვსმეტედფინალში გასვლას.

მსოფლიო თასის მოპოვებისთვის მებრძოლთა რიგებში ექვსი ქართველი ხმლით მოფარიკავე ჩაება: სანდრო ბაზაძე (რეიტინგი N22), ბექა ბაზაძე (N52), მიხაილ მარდალეიშვილი (N67), ნიკა შენგელია (N74), ვაჟა რეჭია (N132) და საბა სულამანიძე (N149)

მე-3 ჯგუფში მოხვედრილმა ნიკა შენგელიამ დაამარცხა ირანელი მოიტაბა აბედინი (5:3), იაპონელი ტამონ იოშიდა (5:4) და პოლონელი ცეზარ ბიალეცკი (5:2), დამარცხდა ბელგიელ ზეპ ვან ჰოლსბეკთან (4:5), იტალიელ გაბრიელე ფოსკინისთან (2:5) და კუვეიტელ ამარ ალ ამარისთთან (5:4) და 3 მოგებით და სამი წაგებით (ჩხვლეტები 25:24) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

მე-5 ჯგუფში ვაჟა რეჭიამ დაამარცხა კორეელი ჩონ ჰუნ სო (5:3), ჰონკონგელი ჰო ტინ ლოუ (5:3) და პოლონელი მარჩინ ლიპინსკი (5:2), დამარცხდა კანადელ ჯოზეფ პოლოსიფაკისთან (4:5), კოლუმბიელ ლუის კორეა ვილასთან (2:5) და გერმანელ მათიას საბოსთან (1:5) და სამი მოგებით და სამი წაგებით (ჩხვლეტები 18:23) ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

მე-6 ჯგუფში სანდრო ბაზაძემ სძლია ჩილელ ვიქტორ კონტრერასს (5:0), ბულგარელ ვასილ პინჩუკს (5:3), უკრაინელ იური ცაპს (5:2), გერმანელ რაულ ბონაჰს (5:1) და პოლონელ იაკუბ ბრონიშევსკის (5:0), დამარცხდა რუმინელ მიჰაი კრუტუსთან და 5 მოგებით და ერთი წაგებით (ჩხვლეტები 29:11) ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

მე-10 ჯგუფში ასპარეზობდა მიხეილ მარდალეიშვილი. მან დაამარცხა უკრაინელი ბოგდან პლატონოვი (5:2), ჩინელი ხიაო ლინი (5:3), გერმანელი რობინ შრიოდტერი (5:2) და იამაიკელი დონოვან დინსი (5:3), დამარცხდა ვენესუელელ ჟეზუს კარბახალთან (4:5) და რუმინელ ტიბერიუ დოლნიჩანუსთან (4:5) და ოთხი მოგებით და 2 წაგებით (ჩხვლეტები 28:20) ჯგუფში მეორე იყო.

მე-12 ჯგუფში საბა სულამანიძემ მოუგო იაპონელ იასუმატო იმაის (5:2), გერმანელ ბენო შნაიდერს (5:1), უნგრელ ბენჩე გემეშის (5:2) და პოლონელ პიოტრ სოსულსკის (5:3), დამარცხდა იტალიელ ალდო მონტანოსთან (3:5) და ბულგარელ კირილ კირპიჩევთან (1:5) და 4 მოგებით და 2 დამარცხებით (ჩხვლეტები 24:18) ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

25-ე ჯგუფში ბექა ბაზაძემ დაამარცხა პოლონელი მიკოლაი გჟეგორეკი (5:3), ამერიკელი კრისტოფორ უოლკერი (5:4), ბერძენი ალექსანდროს პოლიაკოვი (5:2) და არგენტინელი პიეტრო ჟოზე დი მარტინო (5:1), დამარცხდა იტალიელ დარიო კავალიერესთან (1:5) და ოთხი მოგებით და ერთი დამარცხებით (ჩხვლეტები 21:15) ჯგუფში მეორე იყო.

ჯგუფებში ყველა მონაწილის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით შემდეგ ეტაპზე ექვსივე ქართველი მოფარიკავე გავიდა. სამოცდამეოთხედფინალში ქართველი მოფარიკავეები ასე დაწყვილდნენ (ფრჩხილებში მითითებულია წინასწარი ეტაპის შემდეგ პირდაპირ ოცდამეთორმეტედფინალში გასული 16 საუკეთესოს შემდეგ დარჩენილ 128 მოფარიკავისთვის კენჭისყრის წინ, ნაჩვენები შედეგების შესაბამისად, მიკუთვნებული ადგილი):

ვაჟა რეჭია (N112) – ჟოზეფ პოლოსიფაკისი (საბერძნეთი, N17) 14:15

საბა სულამანიძე (N42) – იშტვან კოვაჩი (უნგრეთი, N88) 14:15

ნიკა შენგელია (N89) – კოდრინ კოზმულანუ (რუმინეთი, N40) 15:12

სანდრო ბაზაძე (N3) – შტეფან ფრიდჰაიმი (გერმანია, N126) 15:6

ბექა ბაზაძე (N23) – ლულუ ჰუანგი (ჩინეთი, N106) 15:11

მიხეილ მარდალეიშვილი (N31)- ზიად ელსისი (ეგვიპტე, N98) 15:11

ოცდამეთორმეტედფინალში გასული ქართველი მოფარიკავეები ასე დაწყვილდნენ:

ნიკა შენგელია (N89) – მარიო ალბერტო პალაციოს მურილო (კოლუმბია, N25) 15:3

სანდრო ბაზაძე (N3) – როსტისლავ კრასილნიკოვი (რუსეთი, N62) 15:8

ბექა ბაზაძე (N23) – ლეონარდო დრეოსი (იტალია, N42) 15:12

მიხეილ მარდალეიშვილი (N31) – იაკუბ ოსინსკი (პოლონეთი, N34) 14:15

ამრიგად, ნიკა შენგელია, სანდრო ბაზაძე და ბექა ბაზაძე ხვალ ოცდამეთორმეტედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას მსოფლიო თასის მოსაპოვებლად.

ეს წუთია გაირკვა ქართველ მოფარიკავეთა მეტოქეები:

ნიკა შენგელია – სანგუკ ო (კორეა)
ბექა ბაზაძე – ჩანად გემეში (უნგრეთი)
სანდრო ბაზაძე – დარიო კავალიერე (იტალია)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...