A1 ბანერი

სამი ქართველი ხმლით მოფარიკავე გრან პრიზე გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს

დღეს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დაიწყო გრან პრი ხმლით ფარიკაობაში.

გრან პრიზე 142 მოფარიკავე მონაწილეობს. მათგან 16 რეიტინგით საუკეთესო პირდაპირ ოცდამეთორმეტედფინალში დაუშვეს, ხოლო 126 მოფარიკავე 18 ჯგუფში გადანაწილდა.

ჯგუფურ ეტაპზე სანდრო ბაზაძემ ექვსივე შეხვედრა მოიგო (ჩხვლეტები 30:15), მიხეილ მარდალეიშვილმა და საბა სულამანიძემ ხუთ-ხუთი, ხოლო ბექა ბაზაძემ – სამი. 18 ჯგუფის შედეგების მიხედვით სანდრო ბაზაძე იმ 16 საუკეთესოს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ოცდამეთორმეტედფინალში პირდაპირ დაშვებულ 16 მონაწილეს შეურთდა, ხოლო მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე და ბექა ბაზაძე ნაჩვენები შედეგების მიხედვით იმ სპორტსმენებს სორის აღმოჩნდნენ, რომლებიც ჯგუფიდან გავიდნენ და უკვე გამოვლენილ 32 საუკეთესოსთან დასაწყვილებლად ბრძოლა პლეი-ოფში განაგრძეს სხვა 70 მოფარიკავესთან ერთად.

მიხეილ მარდალეიშვილი უკრაინელი ბოგდან პლატონოვი 15:13 დაამარცხა და ხვალ სანდრო ბაზაძესთან ერთად ოცდამეთორმეტედფინალიდან განაგრძობს ბრძოლას გრან პრიზე გამარჯვებისთის.

ოცდამეთორმეტედფინალში გავიდა ბექა ბაზაძეს, ოღონდ მას ამისთვის საბა სულამანიძესთან შეხვედრა მოუხდა. შეხვედრა მათა შორის 15:8 დასრულლდა ბექას სასარგებლოდ.

ამრიგად, ხვალ გრან პრიზე მებრძოლ 64 ხმლით მოფარიკავეს შორის სამი ქართველი იქნება: სანდრო და ბექა ბაზაძეები და მიხეილ მარდალეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...