სამი ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

ფინეთის ქალაქ ვანტააში 20 წლამდე ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს ძიუდოისტები 90-100 და +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.

90 კგ წონაში ლაშა ბექაურმა მერვედფინალში იპონით დაამარცხა ესტონელი სიმონ სულა, მეოთხედფინალში გერმანელი ლუი მეი იპონით 8 წამში დაამარცხა, შემდეგ,
ნახევარფინალში მისმა მოწინააღმდეგემ, რუსმა მანსურ ლორზანოვმა ოქროს დროში მესამე შიდო მიიღო და გამარჯვება ლაშა ბექაურს დარჩა.

ოქროს მედლისთვის ლაშა ბექაური უნგრელ როლანდ გოზთან იჭიდავებს

100 კგ წონაში ილია სულამანიძემ მეთექვსმეტედფინალში იტალიელი ენრიკო ბერგამელი ვაზარით დაამარცხა,
მერვედფინალში კოსოვოელი შპატი ზეკაი სამი შიდოთი მოახსნევინა, მეოთხედფინალში ლატვიელი ემილს გერკენსს, ხოლო ნახევარფინალში უნგრელი ვეგ ჟომბორს, ორივეს იპონით მოუგო და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის ილია სულამანიძე უკრაინელ ევჰენი ვეჰერასთან იჭიდავებს.

+100 კგ წონაში გელა ზაალიშვილმა გელა ზაალიშვილმა მერვედფინალში ხორვატი იგორ ვრაჩარი დაამარცხა იპონით, მეოთხედფინალში უკრაინელი ევჰენი ბალევსკი (იპონი), ნახევარფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოჩს ვაზარით მოუგო და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის გელა ზაალიშვილი გერმანელ ერიკ აბრამოვთან იჭიდავებს

90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის რუს მანსურ ლორზანოვთან იჭიდავებს იჭიდავებს მიხეილ ბექაური, ხოლო +100კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილი და რიჩარდ სიპოჩი იჭიდავებენ ბრინჯაოს მედლისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად