სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ქართველების ტრიუმფი პლაჟის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა პლაჟზე მოჭიდავეთა შორის მსოფლიო სერიის მე-4 დასკვნით ტურნირი.

ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოჭიდავეებმა, რომლებიც ოთხიდან სამ სერიაში გაიმარჯვეს და ამასთან ერთად ოთხი სერიის ჯამში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. მეოთხე ქართველმა მოჭიდავე ზაგრებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

მეოთხე დასკვნითი სერიის გამარჯვებულები და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

70კგ – ლევან ქელეხსაშვილი.

80კგ – დავით ხუციშვილი.

90კგ – დათო მარსაგიშვილი.

+90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მფლობელი გახდა მამუკა კორძაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...