სამი ”შმაქსი” “მიიშმაქსა” – საპატრულო პოლიციამ ”შმაქსი” დააჯარიმა

როგორც “აიპრესისთვის” ხდება ცნობილი, შმაქსის” სახელით მოტაქსავე სამი ავტომობილი საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა. დღე-ღამის განმავლობაში სულ 3 “შმაქსი” დაჯარიმდა. როგორც საპატრულო პოლიციაში “აიპრესს” განუცხადეს, აქედან ორი დაჯარიმებულია ლიცენზიის არქონის, ერთი კი ფერის გამო.

გუშინ,  დედაქალაქის მერი კახა კალაძე „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას გამოეხმაურა და განაცხადა: 

შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“.

შეგახსენებთ, „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. პარტიამ ამ ფორმით ტაქსების რეგულაციები გააპროტესტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად