სამეგრელოში მოქალაქეების გადაადგილება მკაცრდება

ფოთში,სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საგანგებო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა სამეგრელოში გამკაცრდება მოქალაქეების გადაადგილება. ფოთისა და ზუგდიდის შესასვლე-გასასვლელთან ბლოკ-პოსტები შეიქმნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ვითარება არ მოითხოვს თავდაცვის ძალების ჩართვას, თუმცა არ გამორიცხავს ამის აუცილებლობა დადგეს.

„საგანგებო სხდომის ჩატარების აუცილებლობა დადგა ორი გარემოებიდან გამომდინარე. პირველი _ როგორც ჩანს ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, ან ვერ, ან არ გაიგო ის, რომ დარჩეს სახლში. ჩვენ ყველამ მოვუსმინეთ მედიკოსების გამოსვლას, ამდენად აღსრულების ნაწილში უნდა გავამკაცროთ მდგომარება. ეს მდგომარეობა შეესაბამება საგანგებო ზომებს. თუ კი საჭირო გახდება ამ შემთხვევაში მზად არის ჩვენი თავდაცვის ძალეებიც ჩაერთონ ამ ღონისძიებაში. ამ ეტაპისთვის თავდაცვის ძალების გამოყენება არ იგეგმება, თუმცა ყოველწუთს შეიძლება შეიცვალოს ვითარება. მეორე _ საფრთხე იზრდება, როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღე გვაქვს ამაზე საუბარი და მემგონი ჩემგან ამაზე საუბარი არ არის საჭირო, ვინაიდან მედიკოსები როდესაც საუბრობენ, ეს უნდა გაიგოს თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ. ამდენად, საფრთხის გაზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა ჩვენც უნდა ვიყოთ მაქსიმალურდ მომზადებული. დღეს ის შემთხვევა რაც გგაქვს სამეგრელოში, ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გული გავიარხეინოთ და ისევ გამოვიდეთ ქუჩებში და ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ გადადგილება. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად შეჩერენბული არის და მაქსიმალურად მივიღებთ ზომებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ გადაადგილება.ერთადერთი ინსტრუმენტი, შენელდეს ეპიდემია და არ მიიღოს მასშტაბული სახე, როგორიც არის ეს თურქეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ერთ ღამეში 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამდენად, ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად ის ზომები, რასაც გვირჩევენ ჩვენი მედიკოსები. ბლოკპოსტებს რაც შეეხება, პოლიციამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს არის ფოთის შესასვლელი გასასვლელი, ზუგდიდში იქნება ქალაქის შესასვვლელში. ჯერ-ჯერობით საპოლიციო ძალებით შეიქმნება რა თქმა უნდა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, მოხალისეების დახმარებით. თუ კი საჭირო გახდება, ყოველ წუთს შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგდიებრივ შეგნებაზე_განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად