სამეგრელოში კორონავირუსზე ორი ადამიანის პასუხს ელოდებიან

როგორც სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია აფხაზეთის მკვიდრი დედა- შვილის ბიოლოგიური მასალა.

მისი თქმით ისინი ზუგდიდში თბილისიდან ჩამოვიდნენ, სადაც შვილი ტრამვატოლოგი ურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დედა-შშვილს აფხაზეთში დასაბრუნებლად სჭირდებათ ცნობა კორონავირუსზე და ბიოლოგიური მასალა მათი მოთხოვნით გაიგზავნა. დედა-შვილის პასუხები დღის ბოს გახდება ცნობილი. ისინი ამჟამად ზუგდიდში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რაც შეეხება სამეგრელოს საკარანტინო სივრცეში მყოფთ, ნინო ვიბლიანის თქმით ამ წუთისათვის მათი რაოდენობა 36 მდე შემცირდა.

კომენტარები
იტვირთება...