სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება, რუხის კლინიკაში მკირნალობად 150 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80 და 6 მძიმე. სენამედის კლინიკაში კი 40 კოვიდ პაციენტი.

რაც შეეხება ფოთის კლინიკას, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 42 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 10 პაციენტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, გარდაიცვალა 78 წლის ქალი, რომელიც აბაშაში ცხოვრობდა, ჰქონდა თანმდევი დააავადებები და თერჯოლის კოვიდ კლინიკაში 27 ნოემბერს მოთავსდა.
ასევე გარდაიცავალ, 72 წლის ქალი, მცხოვრები ქალაქი ფოთში. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად