სამეგრელოში ხვალ ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

ახალი ტურისტული პროდუქტი -ხაჭაპურის ფესტივალი სამეგრელოში

სამეგრელო, სოფ. რუხის სავაჭრო ცენტრი – 2019 წლის 19 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართება.

„ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარული და პროფესიონალი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები.ფესტივალი ასევე მოიცავს რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს – ხალხის რჩეული მცხობელის, ფესტივალის საუკეთესო ხაჭაპურის, ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ხაჭაპურისა თუ სხვა ნომინაციების გამარჯვებულთა გამოსავლენად.
ღონისძიება რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე 14:00-დან 20:00-საათამდე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად