სამეგრელოში 2 პოლიციელი დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შალვა მიმინოშვილი და ბაკურ ჭკადუა სამსახურებრივ მოვალეობის შერულების დროს დაჭრეს.

გავრცელებულ ინფორმაციით, პოლიციელები ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მასთან მივიდნენ.

რა დროსაც მოქალაქე გოჩა ცხვედიანმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელები მის გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა მიმინოშვილს დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა, მისი მეწყვილე კი ხელის არეში დაჭრა.

შალვა მიმინოშვილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პატრულის მეორე თანამშრომელს კი სტაციონალური მკურნალობა არ დასჭირდა. თავდამსხმელი გოჩა ცხვედიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც “აიპრესთან” შსს-ში აცხადებენ “დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად