სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 24 წლის ბიჭი გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს

ბრალდება მას 24 წლის გოგონაზე გაუპატიურების მცდელობას ედავება.

საქმე ეხება 22 მაისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მამაკაცმა ქალს მხარზე ხელი გადადო, სიყვარულში გამოუტყდა და სქესობრივი კავშირი შესთავაზა.
დაკავებული ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბრალდებული შშმ პირია, მიუხედავად იმისა რომ არსებობს შესაბამისი სამედიცინო ცნობებიც, სასამართლომ პატიმრობაში მაინც დატოვა.

დაკავებულოს უფლებადამცველის თქმით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისივე განმარტებით, საქმის მთავარი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენებაა და საქმეს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად