ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 437 ნიმუში გაიტესტა, აქედან 8 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, 2 სენაკელი ინფიცირებული ქალბატონის კონტაქია, 3 ფოთის კონტაქტს წარმოადგენს, რომელიც ბათუმის კლასტერს მიეკუთვნება ხოლო 2 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული და ისინი საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. 2-დან 1 არის მცირეწლოვანი ბავშვი.

მისივე თქმით, ბათუმში სამუშაოდ მყოფ აბაშელ 2 ადამიანს კოვიდინფექცია ბათუმში დაუდასტურდა, ინფიცირების წყარო ბათუმია და გამოვლენილია 8 კონტაქტი. ყველა მათგანი გადაყვანილია რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად