მას თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაციას
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 274 დადასტურებული შემთხვევაა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეებში იმყოფება – 80 მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება – 150 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 85. სენამედის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 8. ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის, მძიმე 11 პაციენტი.