სამეგრელო-ზემო სვანეთში covid 19-ის 10 შემთხვევა გამოვლინდა

აქედან 5 შემთხვევა ეკუთვნის ოკუპირებულ საბერიოს, 2 ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 ზუგდიდის მუნიფიპალიტეტის, მათგან ერთი, ორი დღის წინ დადასტურებული სავაჭრო ცენტრ გორგიას დარაჯის კონტაქტია, მეორე კი რუხის მოსწავლის.

რაც შეეხება მეათე ინფიცირებულს, ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. რეგიონში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 159 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 71 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 8-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 24 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 130 ადამიანი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად