სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებლს ახალი მოადგილეები ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ალექსანდრე მოწერელიას მოადგილეებად ლუდუკ (ნუკრი) ხასია და დავით ვერავა დაინიშნენ.

ლუდუკ ხასია პროფესიით ინჯინერია, დავით ვერავას კი ეკონომიკური და იურიდიული განათლება აქვს. ლუდუკ ხასია სხვადასხვა კერძო სამშენებლო სტრუქტურებში მუშაობდა. ბოლოს იყო შპს „ ვი-სი-ვი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

დავით ვერავა 2016 წლამდე, ბანკ „რესპუბლიკას“ – ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი იყო. მანამდე კი საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი და შპს „ანტრეს“ ფინანსური მენეჯერად მუშაობდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ახალი მოადგილეები დღეს თანამშრომლებს წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად