სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ზუგდიდში ახალი ბაღი გახსნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო  ბაღის მშენებლობა დასრულდა. N2 საბავშვო ბაღი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ  ბაღის აღსაზრდელებთან ერთად გახსნეს

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №2 საბავშო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.  მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი  დაიხარჯა.

ბერიას ქუჩაზე ადრე მოქმედი საბავშვო ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევდათ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად