სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია აცხადებს, 9 ახალი შემთხვევიდან 1 მიეკუთვნება ე. წ. საბერიოს კლასტერს, 4 ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირია, ისინი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ.

4 ახალი შემთხვევა ფოთში დაფიქსირდა, მათგან 1 გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 კი ერთი ოჯახის წევრი. ოთხივე მათგანი ბათუმის კლასტერიდანაა. სულ გასული დღეღამის განმავლობაში რეგიონში 691 პირი გაიტესტა კორონავირუსზე, ამ დროისთვის 500 ტესტის პასუხია ცნობილი. 491 უარყოფითი და 9 დადებითი პასუხია. ანაკლია – განმუხურის საკარანტინე სივრცეში 123 ადამიანი რჩება. რაც შეეხება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, აქ 60 კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ, მათგან 10 გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად