სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსზე 5 პაციენტის პასუხს ელოდებიან

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონიდან 5 ადამიანის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის კვლევაზე.

მარტვილის საავადმყოფოდან ერთი ადამიანის, ეს არის ადგილობრივი ექიმი, რომელუც წუხელ გვიან ცხელებით შეიყვანეს კლინიკაში.

სენაკის კლინიკა ” სენამედიდან” 3 პაციენტის და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან ერთი პაციენტის, რომელსაც პნევმონია აქვს. რეგიონში 2 ცხელების ცენტრი დარჩა. ფოთსა და კლინიკა “არქიმედე” სენაკში. თუმცა, რეგიონის ყველა საავადმყოფო მიიღებს პაციენტებს ცხელებით და საჭიროების შემთხვევაში ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად