სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

“რეგიონში გვაქვს კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რიომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადედოთ მათგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე,აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7 მათგანი.

პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის, ასევე სხვა კლინიკებში.

მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება,”- განაცხადა ვიბლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად