სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 68 ადამიანს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან covid-19 68 ადამიანს დაუდასტურდა.

აქედან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 29 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.

ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ გამაცხადა და აღნიშნა რომ 7 ახალი შემთხვევაა შემთხვევაა ფოთსა და ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა სენაკში, ასევე ოთხი შემთხვევაა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა მარტვილში.ყველა მათგანი ცხელებით შესული პაციენტია.
1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია და კოვიდი დაუდასტურდა.
მისივე თქმით, მცხეთაში კოვიდ კლინიკაში გარდაცვლილი 87 წლის ქალბატონი, ხობის მუნიციპალიტეტიდანაა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. მათ შორის 6 რუხის კლინიკიდან და ერთი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (4 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პოლონელი) და 1 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა).
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 232 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად