სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 93 ადამიანს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშებიდან 93 -ზე დადებითი პასუხია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას გამცხადებით, აქედან 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა ფოთში, 7 შემთხვევა წალენჯიხაში. ასევე 7 შემთხვევა ჩხოროწყუში, 6 შემთხვევა სენაკში, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდან, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 119 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (3 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 წალენჯიხა, 1 სამტრედია, 3 ქუთაისი).
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 174 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად