სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო ზონებში 51 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 39

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 34 ნიმუში გამოიკვლიეს.მათგან 33 უარყოფითია, ხოლო ერთი დადებითია.

რაც შეეხება რუხის მულტიპროფილურ კლინიკას, კლინიკაში ამ ეტაპზე 11 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 4 კოვიდ-დადასტურებული პირია და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

” რჩება 4 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი, მათ შორის სამი მოზარდი. ყველა მათგანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა. ჩაუტარდათ შუალედური ტესტირება, აღმოაჩნდათ სუსტად დადებითი, 4-5 დღის შემდეგ გავიმეორებთ ანალიზებს. ზოგადად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად