სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაშტაბით covid 19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მათგან 6 ხობში გუშინ დადასტურებული ქვალონის საშუალო ავტობუსის მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია. ასევე, 6 შემთხვევაა ფოთში გამოვლენილი, რომლებიც ბათუმს კლასტერს უკავშირდება, აქედად 5 ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა, რომელიც ფოთში მუშაობდა.

რაც შეეხება ზუგდიდს, covid 19-ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1 არის საზღვრისკვეთა, 2 არასრულწლოვანია რეპეტიტორის კლასტერიდან, 1  კარანტინში გამოვლინდა, 1 კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია და სწორედ ამიტომ ცაიის სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ისევე როგორც ქარიატის საჯარო სკოლა.
რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 114 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი
39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს,
4 მოქალაქე გამოჯანმრთელდა მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად