სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონულმა პროკურატურამ შსს-ს მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქმე ეხება უფლებადამცველ როლანდ შონიას განცხადებას, რომელიც აბაშის პოლიციის განყოფილების უფროსს კობა ნარმანიას საადვოკატო საქმიანობისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ 15 დეკემბერს, პოლიციის მაღალჩინოსანმა ადვოკატს არ მისცა უფლება მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან გასაუბრების.

 

როლანდ შონია ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ის პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად