სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ ოპოზიცია გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ

“ზუგდიდს ვერ შეაშინებთ”, “ვერ გააყალბებთ”, “მოძალადე”, “სირცხვილი თქვენ” ამ ტრანსფარანტებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

საქმე ეხება, მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ენმს წევრებს სურდათ კანცელიაში განცხადება დაეტოვებინათ, რომელიც დანელიას უფლებამოსილების შეჩერებას შეეხება, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...