სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მაოდგილედ დავით ფარცვანია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მაოდგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე დავით ფარცვანია დღეს დაინიშნა. ფარცვანია ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებუმა ალექსანდრე მოწერელიამ წარუგდინა.

ფარცვანიამ ამ თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია შეცვალა. ჯიქიასან ერთად თანამდებობა საკუთარი განცხადებით კიდევ ერთმა მოადგილემ კობა ქანთარიამ დატოვა. სახელმწიფო რწმუნებულმა მათ მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით ფარცვანია აქამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, ასევე სხავდასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში. რწმუნებულის მოადგილედ ირაკლი ჯიქია თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოდან, კობა ქანთარია კი 2014 წლიდან მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად